არჩევნები 2021

ღარიბაშვილი ზუგდიდზე: რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ?

მინდა მოსახლეობას, მათ შორის სააკაშვილის ამომრჩევლებს მივმართო, მისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება მისი ამომრჩევლის მიმართ, ისინი ჩვენი თანამოქალაქენი არიან და აბსოლუტური პატივისცემა მინდა დავუდასტურო, იმის მიუხედავად, რომ მათ ჩვენ მიმართ განსვხვებული შეხედულება აქვს, მაგრამ მე, როგორც პრემიერმინისტრი მინდა მათ ვუთხრა, რომ არავითარი აზრი არ აქვს ანზორ მელიას გამარჯვებას ზუგდიდში და რატო - აი, რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ? მე რასაც ვეტყვი, ჩემს სიტყვას საქმეს მოვაყოლებ და ყველაფერს გავუკეთებ იმისთვის, რომ რეალური საქმე გაკეთდეს და არამხოლოდ ეს დაპირისპირება, ბოიკოტი, ქაოსი და ალიაქოთი შევიტანოთ ადგილზე.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

30 ოქტომბერს ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატი, ანზორ მელია და ქართული ოცნების კანდიდატი, მამუკა წოწერია დაუპირისპირდებიან.

კომენტარები