არჩევნები 2021

ბოკერია: არჩევნები რეჟიმის მორყევის შანსია, რომ ვადამდელზე კატასტროფული კურსი შევაჩეროთ

ეს არჩევნები არ არის მხოლოდ იმ კანდიდატის მხარდაჭერა, რომელიც მეორე ტურშია, ზუგდიდის შემთხვევაში მერობის კანდიდატის, ბატონი ანზორ მელიასი, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უდიდესი საფრთხის მატარებლის ივანიშვილის რეჟიმის მორყევის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს და შევაჩეროთ ეს კატასტროფული კურსი, რაც ამ რეჟიმს აქვს აღებული ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის საჭიროა ყველა ამომრჩევლის მოტივირება და საჭიროა, რომ ჩვენი გუნდის ყველა აქტიური წევრი იყოს საარჩევნო უბნებზე არჩევნების მიმდინარეობისას.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ზუგდიდში ადგილობრივ გუნდთან შეხვედრაზე. საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მე-2 ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები