საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი: რაიმე სახის დაშენება არ იგეგმება, გამაგრების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, შენობის C კორპუსზე რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები არ იგეგემება. პარლამენტის აპარატის ცნობით, გამოცხადებული ტენდერი კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრებით სამუშაოებს ეხება. 

"საქართველოს პარლამენტის აპარატს სურს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის სასახლის С კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით". – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უწყება ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავს.

კომენტარები