კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვისაც პოლიტიკაში ყველაზე წამყვანი ადგილი უკავია, არ დავუპირისპირდები

მე ხშირად მითქვამს, რომ საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება. იქ მიიღება განხილვის და კონსესუსის წესით შეთანხმებული გადაწყვეტილებები. გიდასტურებთ, რომ სავალდებულოება იმუნიზაციასა და აცრებში არის ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება. წარმატებულ ქვეყნებში, ვინც მიიღო, ძირითადად არის ირიბი მანდატორიზმის მექანიზმები, ანუ მწვანე პასპორტების სისტემა, რომელიც მუშაობს ყველა ქვეყანაში. ძირითადი დისკუსია ამაზე მიდის, თუ მწვანე პასპორტების რა ტიპის ჩარჩო იყოს შემოღებული. ჩვენ გიდასტურებთ, რომ წარვადგინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პაკეტი ამასთან მიმართებაში. 

[...] ამირან გამყრელიძე არავის არასოდეს არ უპირისპირდება, მით უმეტეს, პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ხანია, არ ვაკეთებ, პოლიტიკურ პიროვნებებს და ადამიანებს, ვისაც საქართველოს პოლიტიკაში ყველაზე წამყვანი ადგილი უკავიათ, მათ არ დავუპირისპირდები. ეს თემა მოხსენით, რომ მე ვინმეს ვუპირისპირდები ან ვინმე მე მიპირისპირდება.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. 24 ოქტომბერს საქართველოს პრემიერიმისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. მისი აზრით, აცრილთა რაოდენობა "საკმაოდ ეფექტური შედეგია". ჟურნალისტმა გამყრელიძეს ჰკითხა, არის თუ არა ღარიბაშვილის განცხადება ერთიპიროვნული მართვის ილუსტრირება.

კომენტარები