მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჰოჯესი სააკაშვილის დაკავებაზე: ერთადერთი ვინც ამ სიტუაციიდან სარგებელს ნახულობს, კრემლია

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ჰოჯესის თქმით რომ ერთადერთი ვინ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული მდგომარეობით სარგებლობს კრემლი და კრემლის მხარდამჭერები არაინ.

"ქართველი ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია არამხოლოდ თქვენს მეგობრებზე დასავლეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. ქართველი მოქალაქეები უნდა იყვნენ ძალიან ძლიერი, რუსულ კორუფციას უნდა ებრძოლოთ, უნდა გყავდეთ წარმატებული ინსტიტუციები. ეს არ ხდება იმიტომ, რომ თქვენ უბრალოდ გაახაროთ აშშ, ეს ხდება იმისთვის, რომ ქართველებმა თავი დაიცვან კრემლის აგრესიისგან. ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციიდან სარგებელს ნახულობს, რაც დაკავშირებულია სააკაშვილთან, ეს არის კრემლი და კრემლის მხარდამჭერები." – თქვა ჰოჯესმა. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]

ბენ ჰოჯესმა ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ქართველ პოლიტიკოსებს გადასცა თეთრი სახლის გზავნილი, რომ აშშ ელის საქართველოსგან დემოკრატიულ პროცესებს და სურს რომ სააკაშვილს ჰქონდეს საშუალება, წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალმა ბენ ჰოჯესი ერთ-ერთია იმ საერთო წერილის ხელმომწერთა შორის, რომელითაც საქართველოს და ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო პირებმა ევროპული საბჭოს, ევროპული კომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს წერილით მიმართეს და მიხეილ სააკაშვილის პატირმობის შეწყვეტა მოითხოვეს, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სამართლოს წინაშე.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-18 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები