ცვლილებები, რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, არის ბუსტერ დოზის დაშვება 6 თვის შემდეგ 50 წელს ზემოთ პირებში, ასევე, იმ პირებში, ვისაც რაიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის, ორგანოგადანერგილი პირები და სხვადასხვა იმუნური სისტემის შესუსტებით მიმდინარე დაავადებები. პირებს, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ აცრა ნებისმიერი ვაქცინის 2 დოზით, არის ეს AstraZeneca, Sinopharm, Sinovac თუ Pfizer, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში შეუძლიათ ბუსტერ დოზით აცრა. ბუსტერ დოზა ტარდება როგორც Pfizer-ით, ასევე Sinopharm-ით, Sinovac-ით, თუ პირი აცრილი იყო ამ ვაქცინებით, თუმცა ბუსტერ დოზა არ ტარდება AstraZeneca-ს ვაქცინით. ამ ვაქცინით აცრილ პირებს შეუძლიათ ბუსტერ დოზა ჩაიტარონ Pfizer-ით.
tbl.ge/5q0p
დაკოპირდა

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ამავე თემაზე
- სამეგრელოში მედდა თანხის სანაცვლოდ აუცრელ პირებს სისტემაში ვაქცინირებულად არეგისტრირებდა
- ფაიზერის ვაქცინის 250 000 დოზა საქართველოშია, აცრები მიმდინარე კვირაში განახლდება
- აზარაშვილი: Pfizer-ის ახალი დოზები ამ კვირაში გვექნება, რამდენიმე ათასი ვაქცინა გვიფუჭდება
- პრემიერი: ბუსტერს აზრი არ აქვს, ერთი მინისტრი 4-ჯერ აცრილია და მაინც დაემართა ომიკრონი
- 50 წელს ზემოთ ვინც ვაქცინის ბუსტერ-დოზას გაიკეთებს, 100 ლარს ჩაურიცხავენ