უკრაინა-რუსეთი

მერკელი და მაკრონი ზელენსკის და პუტინს დონბასში კონფლიქტის მოგვარებაზე ესაუბრნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი, ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი პარიზში. 2019 წლის 9 დეკემბერი. 
REUTERS

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ვიდეოკონფერენციით ესაუბრა. ლიდერებმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაზე, დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებასა და ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები მესალმებიან უკრაინული მხარის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც კონფლიქტის დარეგულირებისთვისაა გამიზნული. მათ დაარწმუნებს [პრეზიდენტი ზელენსკი[ რომ მათი ქვეყნები მომავალშიც ჩადებენ ყველა საჭირო ძალისხმევას დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებისთვის.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მხარეების მიერ 2019 წელს პარიზში აღებული ვალდებულების შესრულების მნიშვბელობას და შეთანხმდენენ, რომ აუცილებელია ამ ვალდებულებების დეტალური განხილვა ნორმანდიის ოთხეულის შემდეგ სამიტზე" - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

პრეზიდენტის ოფისის თანახმად, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა პირობა დადეს, რომ სამ საკითხებზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ისაუბრებდნენ. ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბარი პუტინთან იმავე დღეს, 11 ოქტომბერს, მოგვიანებით გაიმართა.

"რუსეთის პრეზიდენტმა პრინციპულად შეაფასა კიევის ხელისუფლება, რომელიც ჯიუტად არიდებს თავს როგორც მინსკის ხელშეკრულებით, ასევე ნორმანდიის სამიტებზე, მათ შორის პარიზში, მიღწეულ შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას" - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

კრემლის თანახმად, სამი ქვეყნის ლიდერი უფრო ინტენსიურ მუშაობასა და კიდევ ერთი ნორმანდიის სამიტის ჩატარების შესაძლებლობის განხილვაზე შეთანხმდა.

ამ დროისთვის უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ერთხელ, 2019 წელს პარიზში ნორმანდიის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ამის შემდეგ ზელენსკიმ რამდენჯერმე ისაუბრა პუტინთან შეხვედრის სურვილზე. კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მხარეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ასეთი მოლაპრაკებების ჩატარებაზე. პესკოვის თქმით, ზელენსკის "დაჟინებით სურს ყირიმის განხილვა" ხოლო პუტინისთვის, "აქ არ არის განხილვისთვის საკმარისი სუბსტანცია".

თავად პუტინმა 2021 წლის ივნისში თქვა, რომ ზელენსკისთან შეხვედრას აზრი არ ჰქონდა, რადგან მან ქვეყნის "სრული კონტროლი დასავლეთს მისცა" და უკრაინისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს, არა კიევში, არამედ ვაშინგტონში და ნაწილობრივ ბერლინსა და პარიზში წყვეტენ.

კომენტარები