უკრაინა-რუსეთი

უკრაინამ რუსეთის 23 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ვოლოდომირ ზელენსკი
Twitter/@ZelenskyyUa

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკრაგულებით ძალაში შევიდა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც პერსონალური ეკონომიკური სანქციები უწესდება რუსეთის 23 და უკრაინის 5 მოქალაქეს.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭომ 20 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, ფისიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციები დაეწესებინათ. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, სანქციები შეეხო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერლებს და მოსამართლეებს ყირიმში, რომლებიც უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს განიხილავენ. საბჭოს გადაწყვეტილებით სანქციები ასევე დაუწესდა უკრაინის უმაღლესი რადის დამოუკიდებელ დეპუტატს ანდრეი დერჩაკს და სხვა პირებს, რომელებიც აშშ-ს მიერ სანქცირებულთა რიცხვში არიან.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭომ საგარეო საქმეთა სამინისტოს დაავალა, სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა სახელმწიფოებს და მსგავსი სანქციების დაწესების საკითხი წამოწიოს.

კომენტარები