ბათუმი

გომელაურის ინფორმაციით, კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ცხედარი იპოვეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში, სავარაუდოდ, ცხედარი იპოვეს.   

"ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი, ვერ გიდასტურებთ 100%-ით. სავარაუდოდ, ადამიანის ცხედარია, ახლა მუშაობენ, რომ აწიონ სინკარები და ნახონ. სავარაუდოდ, გარდაცვლილი უნდა იყოს". - ამბობს გომელაური.

გომელაურის ინფორმაციით, ამ დროისთის ნანგრევებში 10-მდე ადამიანი უნდა იყოს - თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რამდენი მოქალაქეა მოყოლილი კორპუსის ნანგრევებში.  

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს - კაცი და ქალი.  ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გულის გაჩერებით, სისხლდენითა და კიდურების დაზიანებით შეიყვანეს. როგორც მისი ქმარი ამბობს, ნანგრევებში მათი მცირეწლოვანი შვილები რჩებიან. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, კორპუსის ნანგრევებში, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს

კომენტარები