ბათუმი

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კაცი ამოიყვანეს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

ბათუმში სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. კაცი კლინიკაში გადაჰყავთ. 

ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი ცოცხალია - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია კლინიკაში მიყვანამდე უცნობია. 

მანამდე, ნანგრევებიდან ამოიყვანეს ქალი, რომელის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გულის გაჩერებით, სისხლდენითა და კიდურების დაზიანებით შეიყვანეს. როგორც მისი ქმარი ამბობს, ნანგრევებში მათი მცირეწლოვანი შვილები რჩებიან. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, კორპუსის ნანგრევებში, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს

კომენტარები