9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთის მატჩს მაყურებლების 33% დაესწრება, თუმცა მათ აცრის საბუთი, COVID-ტესტი, ან კორონავირუსის გადატანის ცნობა უნდა წარადგინონ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
"9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძენთის საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებლების 33%, ოღონდ ერთი პირობით – მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამდასტურებელი ცნობა". – თქვა გიორგი ღიბრაძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 485 პაციენტი. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8.31%-ია, ბოლო 7 დღის – 5.16%, ბოლო 14 დღის – 5.51%.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.
ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.