მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა

როცა ადამიანი ხვდება ციხეში, ეს, თავისთავად, არის მძიმე მოვლენა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა იყო ხელისუფლებაში და თქვენ გახსოვთ მის მიერ, მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში მან ქვეყანა არ დაასვენა და ახლაც იმავეთი იმუქრებოდა. ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასთან და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ მისი ახალი დანაშაულებრივი ქმედებები აღეკვეთათ.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ

2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

კომენტარები