ნარკოტესტი

გახარია: ვენაში ჩატარებული თმის ნიმუშის კვლევით, არანაირი ნარკოტიკის მიღება არ დასტურდება

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ავსტრიის ლაბორატორიაში ჩატარებული თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, მას არანაირი ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდასტურდა.

"ესეც თმის ნიმუშის კვლევის პასუხი! ავსტრიის ლაბორატორიის „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ დასკვნით, თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. #არაჩადებას". - წერს Facebook-ზე გახარია. 

4 სექტემბერს დედაქალაქის მერი და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მერობის კანდიდატების მიერ ნარკოტესტის ჩაბარების ინიციატივით გამოვიდა. მან სამხარეულოს ეროვნულ ბიუროში ტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და სხვა კანდიდატებსაც ამისკენ მოუწოდა. პატრია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებს, რადგან მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.

კომენტარები