არჩევნები 2021

გახარია ნარკოტესტზე: ოცნების ბოსები პროვოკაციას მიმზადებდნენ, ევროპაში ჩავიტარებ

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებს, რადგან მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა. 

"ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან, რომელიც მზადდებოდა ოცნების ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე. იმისთვის რომ არ მივცეთ ასეთი სპეკულაციების გაგრძელების შესაძლებლობა მე არ გავიკეთებ ამ ტესტს კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გადავდგამთ იმ ნაბიჯს ჩვენს გუნდთან ერთად თათბირის შემდეგ, დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან საარჩევნო დღეს, გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში სადაც ჩავიტარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი. ანალიზის პასუხი იქნება ორ კვირაში და რა თქმა უნდა იქნება საჯარო".- ამბობს გიორგი გახარია. 

გახარიამ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და თბილისის მერი კახა კალაძე დებატებში გამოიწვია. მისი თქმით, ის მზად არის კანდიდატებს " თავიანთ ტელევიზიებში" შეხვდეს. 

დედაქალაქის მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სამხარეულოს ეროვნულ ბიუროში ტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა. 

კომენტარები