ნარკოტესტი

გახარია: ვენაში ჩატარებული კვლევის შედეგად არანაირი ნარკოტიკის მოხმარება არ დადასტურდა

პარტია საქართველოს თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ვენის ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის კვლევის შედეგად მას არანაირი ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდასტურდა.

"თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა. ვენის წამყვან ჰოსპიტალში RUDOLFINERHAUS ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა". – წერს გახარია.

4 სექტემბერს დედაქალაქის მერი და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მერობის კანდიდატების მიერ ნარკოტესტის ჩაბარების ინიციატივით გამოვიდა. მან სამხარეულოს ეროვნულ ბიუროში ტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და სხვა კანდიდატებსაც ამისკენ მოუწოდა. პატრია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებს, რადგან მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.

კომენტარები