არჩევნები 2021

გახარია: თუ სააკაშვილი ჩამოვა, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ოცნებასთან შეთანხმებული

თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას და ეს რა თქმა უნდა იქნება შეთანხმებული ოცნებასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია, ამ ადამიანების ადგილი არის ციხეში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ ოცნებას დღეს დაჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები შეაშინონ რაღაცით. სააკაშვილი არავინ არ არის დღეს, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული, კარიკატურული ფიგურაა. ერთადერთი მნიშვნელობა თუ რაიმე აქვს არის ოცნებისთვის და ასე გამოაძრობენ ხოლმე, როდესაც გაუჭირდებათ. თუ მოხდა სასწაული, ოცდამერვეჯერ, რა თქმა უნდა მისი ადგილი ციხეშია. თუ, ასეთი საოცრება მოხდა, რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნებასთან შეთანხმებულია და რაც მოხდება ამის შემდეგ და ოცნება რასაც იკადრებს, ზუსტად იგივე, რაც მელიას გაუკეთა, ამნისტია, აგერ, ვნახავთ ყველანი ერთად.

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები