კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 663 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.99%-ია

Covid 19-ით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 277 ტესტი და დადასტურდა 663 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 383 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.99%, ბოლო 14 დღის - 6.48%, ბოლო 7 დღის - 6.01%.

ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან თბილისში 245 გამოვლინდა, აჭარაში - 48, იმერეთში – 123, ქვემო ქართლში – 28, შიდა ქართლში – 19, გურიაში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 58, კახეთში –  101, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 19 404, საიდანაც 4 569 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 776 - Covid სასტუმროში, ხოლო 14 059 - საკუთარ სახლში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 288.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 607 155 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 844 და გამოჯანმრთელდა 578 881 პირი.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები