არჩევნები 2021

ბიბილაშვილი: არჩევნები ისე მოვიდა, ხალხს შინაარსი ვერ დავანახეთ, შიშის დანერგვას ცდილობენ

ნაცვლად იმისა, რომ ყველამ ვისაუბროთ, თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა უმძიმესი მდგომარეობიდან, ისე მოვიდა არჩევნები, შინაარსი ვერ დავანახეთ ადამიანებს, რომ მნიშვნელოვანია მათი ხმა. ხალხს არავინ ეუბნება რა შეიცვლება სამი ოქტომბრიდან მათ ცხოვრებაში. 

ისევ სიძულვილს და ძალადობას აყურებინებენ, ცდილობენ დანერგონ შიში. ადამიანებში მომწიფებულია სასიკეთო ცვლილებების სურვილი, ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ქვეყნის დანგრევის გაგრძელება აღარ შეიძლება. ღრმად მწამს, რომ სამი ოქტომბრიდან პოზიტიური ცვლილებები დაიწყება.

ამბობს ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი. 

კომენტარები