20 ივნისი

გახარია 20 ივნისზე: იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარისა და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების განმეორების შემთხვევაში, ზუსტად იგივენაირად მოიქცეოდა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერზე, რაც იმ ღამით მოხდა, პასუხისმგებელი ვარ მე. ყოველთვის ვამბობდი, და ახლაც ვიმეორებ, პასუხისმგებელი ვიყავი მე. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რაც ასევე ნათქვამი მაქვს, იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი, პასუხისმგებლობით ვამბობ ამას". – თქვა გახარიამ ფორმულას ეთერში.

2019 წლის 20 ივნისის მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის, გავრილოვის ღამის, დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა – 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და 122 მშვიდობიანი მომიტინგე. 3-მა ადამიანმა სპეცრაზმელის ნასროლი რეზინის ტყვიით ცალი თვალი დაკარგა – მათ შორის 18 წლის მაკო გომურმაც.

კომენტარები