ვიკა ფილფანმა ახსენა ბატონი გავრილოვი, რომელიც მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში, ეს შემიძლია გითხრათ. მაშინ ბატონი გახარია იყო შს მინისტრი და შეგიძლიათ მარტივად ტექნიკურად გადაამოწმოთ შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობის გარეშე არის თუ არა საქართველოში შესაძლებელი რომელიმე რუსი დეპუტატის შემოსვლა. რა თქმა უნდა, არა.
უფრო მეტიც, იმართებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენები, მაგალითად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, მაშინდელ კომიტეტის თავმჯდომარეს და პირველ ვიცე-სპიკერს მოახსენეს დეტალურად იმასთან დაკავშირებით თუ რა იმართებოდა, ვინ ჩამოდიოდა, როგორ ჩამოდიოდა. მაშინ ნული რეაქცია იყო ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ქალბატონი, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს არ ვგულისხმობ, მეორეს - იყო პირველი, ვინც ისტერიკა ატეხა საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ზუსტად იცოდა ყველაფერი და სხვათა შორის, ძალიან მეგობრობდნენ ეს ქალბატონი და გახარია ერთმანეთთან. ანუ ყველამ იცოდა ყველაფერი და მიზეზი, რატომაც მაშინ გადაწყდა გავრილოვის შემოსვლა საქართველოში, ბატონ გახარიასთან ერთად, იყო ის, რომ მას არ ჰქონდა დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ.
20 ივნისი
კობახიძე ფილფანს: გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში




