კორონავირუსი საქართველოში

ციციშვილის კლინიკაში 100-ზე მეტი ინფიცირებული ბავშვიდან 21 რეანიმაციაში მკურნალობს

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 100-ზე მეტი ბავშვი მკურნალობს, მათგან 21 - რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, აქედან სამი ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. 

"მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ჯერჯერობით, მათი აპარატიდან მოხსნა ვერ მოხერხდა. ჩვილების და ერთ წლამდე ასაკის ბავშვების დაინფიცირება ძირითადად ოჯახური კონტაქტებით ხდება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრი იყოს ვაქცინირებული" - ამბობს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე რუსთავი 2-თან საუბარში.


ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 22 635, საიდანაც 4 890 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 964 - Covid სასტუმროში, ხოლო 16 861 - საკუთარ სახლში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 306.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 603 763 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 749 და გამოჯანმრთელდა 572 353 პირი.

კომენტარები