არჩევნები 2021

კობახიძე: ჩვენ გვაქვს პოზიტიური კამპანია

საერთო სურათი თქვენ იცით, როგორია - ჩვენ გვაქვს პოზიტიური კამპანია, ჩვენ გვაქვს პროგრამები თითოეული მუნიციპალიტეტისთვის და ამაზე ვესაუბრებით საზოგადოებას, როგორც უშუალოდ ადგილზე, ასევე სოფლებში და ქალაქებში, სოციალური ქსელებისა და ტელევიზიების საშუალებით. 

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი იყენებენ სიძულვილის ენას, ეს ხდება არა მხოლოდ სოციალურ მედიაში, არამედ ტელევიზიაში. ეს არის მათი ხელწერა და მათი დღის წესრიგი. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, პოზიტიური დღის წესრიგი.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

კომენტარები