არჩევნები 2021

სააკაშვილი: ნათქვამს შევასრულებ, მაგრამ თუ ხელს არ გავანძრევთ, მიშას პირსაც დააფარებენ

ეხლა ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, ჩვენ დავიღალეთ საქართველოთი და ისმის ერთი და იგივე ფრაზა – ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს თვითონ არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა უნდა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში, დაახლოეით ისე ჟღერს ბაიდენმა, რაც თქვა ავღანეთზე, ჩენ რატომ  უნდა ვიბრძოლოთ მათ ნაცვლად, ერთი 15-ჯერ ალბათ მოვუსმინე, თუ თქვენ არ გინდათ თავისუფლება, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებითო.

საუბარი, რომ ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები, არაფერი არ გვეშველება, თუ ხელი არ გავანძრიეთ, ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს. მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი არ გვეშველება – მე, რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი და ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ორ წუთში უპრობლემოდ. თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ უშველის. ამას ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა. ამიტომ, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ. 

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები