არჩევნები 2021

გახარია მელია-კობახიძეზე: ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე

დღეს რა მოხდა. დღეს მოხდა ასეთი რაღაც. ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, რომელიც ვერც კი მიხვდა, რომ მას თმენის ვალდებულება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ ამ პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო და მივიღეთ ის ცირკი რაც მივიღეთ. ეს არის ის ცირკი და ქაოსი, რომელიც უნდა დასრულდეს. 

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია TV პირველის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ენმ-ის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირისპირებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან

კომენტარები