არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი

ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც დღესაც არის აქტიური მომხმარებელი ნარკოტიკული საშუალებების და მისი ეს ლაივ-ჩართვები არის, რა თქმა უნდა, ამის დამადასტურებელი, რომ იმის მიხედვით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს და ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. 

გაუგებარია გახარიას ეს რეაქცია, ეს სოლიდარობა, კანდიდატების მხრიდან გამოცხადებული, კითხვებს წარმოშობს.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. დედაქალაქის მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სამხარეულოს ეროვნულ ბიუროში ტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა. პატრია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებს, რადგან მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.

კომენტარები