არჩევნები 2021

კობახიძე: გახარიამ, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით

ამ თემას იმედია ბოლოჯერ ვეხები. ყველამ დაინახა რაც ხდება. რეალურად ძალიან მარტივი ინიციატივა წარმოადგინა კახა კალაძემ, რომელიც უკავშირდებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, რაზეც ძალიან დაიბნენ და გაღიზიანდნენ ვიღაცები, რასაც აქვს თავისი მიზეზები და აქ საინტერესო რა არის, რომ როდესაც გახარიამ უარი თქვა ტესტის ჩაბარებაზე, რითაც პრაქტიკულად, ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გააუქმა ნარკოტესტი ყველა მისმა სატელიტმა, მათ შორის, ნიკა მელიამაც. სოლიდარობა გამოუცხადეს მას მელიამ, სხვა კანდიდატებმა, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გახარია გაჭედილი იყო ამ თემაში.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. დედაქალაქის მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სამხარეულოს ეროვნულ ბიუროში ტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა. პატრია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებს, რადგან მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა. 

კომენტარები