თავდასხმა ჟურნალისტზე

ჯაფარიძე მთავარი არხის დაშავებულ ოპერატორზე: ოცნების წინასაარჩევნო ძალის დემონსტრირებაა

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia / Facebook

ფრაქცია ლელო-პარტნიორობა საქართველოს თავჯდომარე ბადრი ჯაფარიძე მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ფაქტი ქართული ოცნების მხრიდან წინასაარჩევნოდ ძალის დემონსტრირებაა.

"ეს ქმედებები უკვე დიდი ხანია საღ აზრს გასცდა და ხელისუფლება აგონიურ ფაზაში გადადის. ქარელში მომხდარი ფაქტი გაგრძელებაა იმისა, რომ 5 ივლისის დანაშაულზე არავინ დასჯილა. ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება ახალისებს მეტი დანაშაულის ჩადენას. სამწუხაროდ, ქართული ოცნების მთელი პარტიული სტრუქტურა დაგეშილია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ". – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია წერს, რომ მისი არხის ოპერატორი გადაღებისას ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

ეს ინფორმაცია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე დაადასტურა, რომ მთავარი არხის ჟურნალისტებსა და შტაბის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მთავარი არხის ოპერატორი, მისივე თქმით, შემთხვევით გადმოვარდა.

კომენტარები