TV ფორმულას ინფორმაციით, გადაცემაში "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან" გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს.
ტელეარხის ცნობით, როგავა საქართველოში არ იმყოფება, გამოკითხვა ონლაინ ფორმატში გაიმართება
დღეს გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილიც.
ფორმულას მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით, წელიწადნახევრის შემდეგ ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დაადგინეს.
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ფორმულასგან ირკვევა, რომ პირი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.
"კერძოდ, ის ირიცხებოდა მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარ სამმართველოში და იმ ე.წ. "დამრბევთა" დანაყოფის წევრი იყო, რომელიც აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა". - წერს ფორმულა.





