ძალადობა ჟურნალისტებზე

მდინარაძე: მთავარი არხის ოპერატორი ტერიტორიას ტოვებდა, რა დროსაც შემთხვევით გადავარდა

მთავარი

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ადასტურებს მთავარი არხის ჟურნალისტებსა და ქართული ოცნების შტაბის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას, რა დროსაც მთავარი არხის ოპერატორი, მისივე თქმით, შემთხვევით გადმოვარდა.

"ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და მთავარი არხის ჟურნალისტს შორის მართლაც იყო სიტყვიერი დაპირისპირება. უკანა სვლით მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც, იქ არის, ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო მოაჯირს და გადავარდა, ეს არ იყო მაღალი სართულიდან ვარდნა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება". - ამბობს მამუკა მდინარაძე.

მდინარაძე ასევე ამბობს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იტყუება და ქართული ოცნების წევრების მხრიდან არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა.

"არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა და ნიკა გვარამიამ იცრუა, არათუ მეორე სართულიდან გადმოვარდნა, არამედ არ შეხებიან და არც მეორე სართულიდან გადმოვარდნილა". - ამბობს მამუკა მდინარაძე.

მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია წერს, რომ მისი არხის ოპერატორი გადაღებისას ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

კომენტარები