LOTR

ნიკოლა ჯენტილე – მზარეული, რომელმაც ჰობიტივით ცხოვრება გადაწყვიტა

Playtech

37 წლის იტალიელმა შეფ მზარეულმა ნიკოლა ჯენტილემ ჰობიტივით ცხოვრება გადაწყვიტა. მას შესაბამისად აცვია და შაირისთვის(ლიტერატურილი ჰობიტების სამშობლო) დამახასიათებელ სახლში ცხოვრობს.

ჯონ რ.რ. ტოლკინის შემოქმედების თაყვანისმცემელი იტალიურ ქალაქ კიეტაში 2 ჰექტარი მიწის მფლობელია, ამ ტერიტორიაზე ის ჰობიტების სოფლის გაშენებას გეგმავს. ჯერჯერობით შეფ მზარეული დასახლებაში მცხოვრები ერთადერთი ჰობიტია.

ჯენტილეს წამოწყებას ბეჭდების მბრძანებელში ფროდო ბეგინსის როლის შემსრულებელი ელაიჯა ვუდიც გამოეხმაურა:

"Instagram-ზე თვალს გადევნებ. ძალიან მომეწონა კოსტიუმები და დეკორაციები, რომლებიც დაამზადე. ყოჩაღ! გგულშემატკივრობ და იმედი მაქვს კიდევ უფრო განვითარდები. როდესმე შენს შაირსაც აუცილებლად ვეწვევი. ყველას ვთხოვ ჰობიტანიის მშენებლობაში ნიკოლას დაეხმაროს". – ამბობს ვუდი.

წინა თვეს ჯენტილე მეგობრებთან ერთად ბეჭდების მბრძანებელი გადაითამაშა. ჰობიტებად, ელფებად და ჯუჯებად გადაცმული საძმო, ბეჭდის გასანადგურებლად მორდორის ნაცვლად ვეზუვის ვულკანისკენ გაემართა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯენტილემ ჰობიტივით ცხოვრების შესახებ ასე ილაპარაკა:

"ზოგი მაკრიტიკებს იმის გამო, რომ რეალობას გავურბივარ. ჩემი თავგადასავალი მაქვს და ჩემს ოცნებაში ვცხოვრობ. ამ მიწის ყიდვით მე ჩამოვშორდი იმ რეალობას, რომელიც არ მომწონს და საკუთარი ხელით ვძერწავ ახალ სამყაროს". 

კომენტარები