LOTR

LOTR საუკეთესო ტრილოგიაა! – ბეჭდების მბრძანებლის მსახიობებმა გარეპეს

19 დეკემბერს ბეჭდების მბრძანებლის პირველი ნაწილის გამოსვლიდან ზუსტად 20 წელი გავა. სტივენ კოლბერტმა მომავალ იუბილეს რეპ სიმღერა მიუძღვნა, რომელიც წამყვანთან ერთად LOTR-ის მსახიობებმა და რეპერებმა შეასრულეს.

კლიპში მონაწილეობენ სტივენ კოლბერტი, LOTR-ის მსახიობები: დომინიკ მონაგანი, ბილი ბოიდი, ელაიჯა ვუდი, შონ ოსტინი, ორლანდო ბლუმი, ჰუგო უივინგი და ენდი სერკისი, ასევე რეპერები Method Man და Killer Mike და მსახიობი ანა კენდრიკი.

ვარსკვლავები დისავენ ისეთ დიდ მრავალნაწილიან ფილმებს, როგორებიც არის ინდიანა ჯონსი, Star Wars, სათამაშოების ისტორია, ბინდი, უკან მომავალში, Save Willy, ერთადერთი ტრილოგია, რომელსაც ორლანდო ბლუმი დაინდობს შიშველი პისტოლეტია. ასევე რეპერები არ ინდობენ ანა კენდრიკს, რომელიც ჩამოთვლილ ფილმებთან არანაირ კავშირში არ არის. სიმღერის ნაწილს ელფურ ენაზე ელრონდის როლის შემსრულებელი ჰიუგო უივინგი ასრულებს. 

კომენტარები