LOTR

LORD OF THE RINGS-ის სერიალის ტიზერი გამოვიდა – [VIDEO]

სტუდია Amazon-მა ბეჭდების მბრძანებლის სერიალის პირველი ტიზერი გამოაქვეყნა.

ტოლკინის ნაწარმოებების საფუძველზე გადაღებული მომავალი სერიალის სახელია The Rings of Fire. 

ვიდეო კომპიუტერული გრაფიკის გარეშე არის გადაღებული. კადრს მიღმა გალადრიელის ხმა ისმის, რომელიც ძალაუფლების ბეჭდების შექმნის ისტორიას ყვება. 

სერიალის მოქმედება შუახმელეთში ჰობიტისა და ბეჭდების მბრძანებლის ამბებამდე 1000 წლით ადრე ხდება. 

The Rings of Power ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული სერიალია, შოუს პირველი სეზონი შემქმნელებს 450 მილიონი დოლარი დაუჯდათ.

LOTR-ის სერიალი Amazon Prime-ის ეთერში მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გამოვა.

კომენტარები