არჩევნები 2021

გახარია: იმის მიუხედავად, რომ დიდ წინააღმდეგობას გვიწევენ, მაინც გამარჯვებით დავასრულებთ

ეს არჩევნები არ იქნება მარტო მუნიციპალური არჩევნები, ეს იქნება არჩევნები, სადაც ჩვენ, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას გვიწევენ, მაინც გამარჯვებით დავასრულებთ. რაც მთავარია,  ეს იქნება ცვლილებების დასაწყისი ყველასთვის. იმიტომ, რომ ამ ქვეყანას და ამ ქალაქს სჭირდებათ უფრო სამართლიანი გარემო, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი მომავლისთვის და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვერთიანდებით, მაგრამ არავის წინააღმდეგ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, არავის არ ვებრძვით, არავისთვის ჩხუბი, გინება და ლანძღვა ჩვენ არ გვჭირდება, არავის არაფერს არ ვუმტკიცებთ, ჩვენ ვერთიანდებით მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვემსახუროთ ამ ქვეყანას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კეთილსინდისიერი მსახურება ქვეყნის და სახელმწიფოსი არის ძალიან დიდი ღირსება.

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია მთაწმინდაზე, მოსახლეობასთან შეხვედრისას. 

კომენტარები