არჩევნები 2021

ჯაფარიძე ოცნებაზე: დადიან და რეგიონებს პირდებიან ტურისტებს ჩამოგიყვანთო, ბოდვა ჩვეულებრივი

9 წელია ხელისუფლებაში არიან და სათქმელი არ აქვთ არაფერი რომ რამე გააკეთეს. ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა როცა მოვიდნენ ხელისუფლებაში მაშინაც იყო უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემები და დღესაც იგივე არის - ლარს დედა არა ყავს, ფასები გაქცეულია ისე, რომ მაგ ნიშნულზე ინფლაცია შეიძლება 90-იანებში იყო, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა. კატასტროფულად არის გაზრდილი, მათივე რიცხვებით სადღაც 13%-მდე არის ასული. უმუშევრობა არის კატასტროფული, არავის აღარ აინტერესებს ამ ქვეყანაში ფულის ჩადება, შესაბამისად, უმუშევრობაც იზრდება. 

რა პრობლემებიც იყო, ყველა ეს პრობლემა არის გაღრმავებული და გაუარესებული. რა უნდა თქვან, დადიან და ყველა რეგიონს პირდებიან, რომ ტურისტებს ჩამოგიყვან, ტურისტებს ჩამოგიყვან, ტურისტულ ცენტრად გადაგაქცევთო, ბოდვა ჩვეულებრივი. 

ამბობს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. 

კომენტარები