11 სექტემბრის ტერაქტი

პრეზიდენტი 9/11-ზე: ამ ბოროტებაზე გლობალური პასუხი სოლიდარობა იყო, არასოდეს უნდა დავივიწყოთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 20 წლის თავს Facebook-ზე ეხმაურება. 

"20 წლის წინ, მსოფლიო შეძრა 11 სექტემბრის ტრაგედიამ.

20 წლის წინ, საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგა მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, რაშიც საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას.

ამ თანამედროვეობის ბოროტებაზე გლობალური პასუხი სოლიდარობა იყო. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ!" - წერს ზურაბიშვილი. 

ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტის ისტორიის შესახებ, წაიკითხეთ - აქ

კომენტარები