NDI

NDI-ის პრეზიდენტმა ღარიბაშვილი ვაშინგტონში, ორგანიზაციის სათავო ოფისში მიიწვია

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, NDI-ის პრეზიდენტი კენეტ ვოლაკი ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით ესაუბრა. ვოლაკმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობების გააქტიურების იმედი გამოთქვა და პრემიერი ვაშინგტონში, NDI-ის სათავო ოფისში მიიწვია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კენეტ ვოლაკმა აღნიშნა, რომ NDI-ის საქართველოს ოფისის ახალი დირექტორი თბილისში ორი თვის ვადაში ჩამოვა.

სატელეფონო საუბარი ირაკლი ღარიბაშვილთან კენეტ ვოლაკის ინიციატივით შედგა.

აღსანიშნავია, რომ ლუის ნავარომ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის თანამდებობა სამუშაო ვადის ამოწურვის გამო დატოვა. მან დღეს პრემიერის სახელზე ღია წერილიც გაავრცელა.

კომენტარები