არჩევნები 2021

კალიურანდი: არჩევნებზე ევროპარლამენტი საქართველოში სადამკვირვებლო დელეგაციას გამოგზავნის

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის ინფორმაციით, ევროპარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში სადამკვირვებლო დელეგაციას გამოგზავნის. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. 

"შესანიშნავი ახალი ამბავი - ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაცია გაგზავნოს". - წერს კალიურანდი.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები