კრიმინალი

გომელაური BOG-ზე: უსისხლოდ დამთავრდა, ამჯერად არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ისე დავაკავეთ

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ყვარელში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პირი დაკავებულია და მისთვის არანაირი მოთხოვნა არ შეუსრულებიათ. 

"დავაკავეთ და იდენტიფიცირებულია, მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ბანკის თანაშრომლებს ვინც იყო შიგნით. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა, მადლობა ღმერთს. მძევლები კარგად არიან, ვეცადეთ რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა. სხვადასხვა თანხებს ითხოვდა, ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს, ხან 300 000-ს. არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამდენჯერ, ისე მოვახერხეთ". - ამბობს გომელაური. 

დღეს, 9 სექტემბერს, ყვარელში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ის რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს

კომენტარები