კრიმინალი

ყვარელში საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი დაკავებულია

რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილი პირი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს.

"რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, გაანეიტრალეს პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ყველა მძევალი თავისუფალია, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება". - თქვა შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ქეთი კოვზიაშვილმა.

დღეს, 9 სექტემბერს, ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით სამი საათის წინ შეიჭრა.

კომენტარები