პოლონეთი

ევროკავშირი ანტი-ლგბტ ზონებისთვის პოლონეთს $150-მილიონიანი დახმარების შეჩერებით ემუქრება

The Independent

ევროკავშირი დისკრიმინაციული კანონისა და ე.წ. ანტი-ლგბტ ზონების დაწესების გამო, პოლონეთის მთავრობას 150 მილიონიანი დახმარების შეჩერებით ემუქრება

გასულ წელს პოლონეთის 100-მდე ადმინისტრაციულმა რეგიონმა თავი გამოიცხადა "ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად", სადაც სექსუალური და გენდერული უმცირესობების უფლებები შეზღუდულია. 

ივლისში ევროკომისიამ დისკრიმინაციული კანონის მიღების გამო, პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთისა და უნგრეთის ქმედებებს სამარცხვინო უწოდა. 

"ევროპა არასოდეს დაუშვებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტიგმატიზაციას. 

თანასწორობა, ღირსებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ევროკავშირის ფუნდამენტური ფასეულობებია. კომისია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამ ღირებულებების დასაცავად". – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

გაყინული თანხა ევროკავშირის დახმარების პროგრამის ნაწილია, რომელიც COVID-19 პანდემიის შემდეგ ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობაზეა გათვლილი.

საერთო ჯამში, ევროკავშირის ბიუჯეტიდან პოლონეთის დახმარებაზე ორ მილიარდ დოლარამდეა გამოყოფილი. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლონელ გუბერნატორებს ევროკომისიისგან დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი წერილები მიუვიდათ. 
 

კომენტარები