ევროკავშირი

ევროკავშირი LGBTIQ თემის დისკრიმინაციის გამო, უნგრეთსა და პოლონეთს სასამართლოში უჩივის 

ევროკომისიამ სექსუალური და გენდერული უმცირესობების დისკრიმინაციის გამო უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო. 

ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის სამიზნე 15 ივნისს უნგრეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონი აღმოჩნდა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში არასრულწლოვანთათვის სექსუალურ და გენდერულ უმცირესობათა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება პროპაგანდად ითვლება და იკრძალება. 

გარდა ამისა, 2020 წლის დეკემბერში უნგრეთში მიიღეს კანონი, რომელიც სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს შვილის აყვანის უფლებას უზღუდავს. 

პოლონეთში კი 100-ზე მეტმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა თავი "LGBTIQ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად" გამოაცხადა. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ახალ კანონს სამარცხვინო უწოდა. 

"ევროპა არასოდეს დაუშვებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტიგმატიზაციას. 

თანასწორობა, ღირსებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ევროკავშირის ფუნდამენტური ფასეულობებია. კომისია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამ ღირებულებების დასაცავად". – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. 

კომისიას აქვს უფლება, გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, თუკი ისინი არღვევენ ევროკავშირის კანონებს. 

 

კომენტარები