პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა 19 წლის სტუდენტი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კონტაქტის დამყარების მცდელობაში და ბრალად ედება საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მომზადება, რასაც შესაძლოა მასობრივი მსხვერპლი მოჰყოლოდა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში პოლონეთის სპეციალური სამსახურების მინისტრის სპიკერმა, იაჩეკ დობრჟინსკიმ გაავრცელა. მისი ცნობით, დაკავებული მატეუშ ვ. ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტია.
გამოძიების თანახმად, სტუდენტი თავდასხმას ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით გეგმავდა და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება სურდა.
პოლონეთის სპეცსამსახურების ცნობით, ISIS-თან დაკავშირების მიზნით და მხარდაჭერის მისაღებად დაკავებულმა გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა.





