კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: კოვიდპანდემიის თემა პირველი დღიდან იყო პოლიტიზებული გლობალურად, გასაკვირი არაა

კოვიდპანდემიის თემა იყო გარკვეულწილად პოლიტიზებული პირველი დღიდან არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ გლობალურად და, რა თქმა უნდა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ძალიან მაღალი იყო კოვიდპანდემიის ზეგავლენა ზოგადად განვითარების ყველა სფეროზე, არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროზე. ჩემთვის ეს ნიშნავს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას, როცა გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ჯანდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ მოსახლეობის ყველა სხვა საჭიროებიდან გამომდინარე, რაც საბოლოო ჯამში მაინც ქმნის ერთიან სურათს, იმისთვის საითკენაც მივდივართ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გამყრელიძე ამბობს, რომ საბჭოზე ექიმები უმცირესობაში არიან და კოვიდპანდემიის მართვისას უფრო მაღლა პოლიტიკა დადგა. 

კომენტარები