კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საბჭოზე ექიმები უმცირესობაში ვართ, პოლიტიკა მაღლა დადგა, შარშან სოლიდარობა იყო

საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები, ჩვენ ვართ უმცირესობაში... გეთანხმებით, ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით, იმიტომ, რომ შარშან გაზაფხულზე იყო მეტი სოლიდარობა.

დღეს სამწუხაროდ, კოვიდის თემა არის მთავარი საჯილდაო თემა პოლიტიკურ პარტიებს შორის. მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მათი შეხვედრები დაიწყოს აცრების თემით, იმიტომ, რომ აცრებზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასრულება, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და ის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. შარშან გაზაფხულზე ეს არ ყოფილა, იყო მეტი სოლიდარობა

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსის ეთერში. კითხვაზე, შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა მთავრობის წინასაარჩევნო პოპულისტური გადაწყვეტილება ხომ არ იყო, გამყრელიძე პასუხობს - "იმსჯელონ პოლიტიკოსებმა მაგაზე".

კომენტარები