პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: ზურაბიშვილმა ყურადღება ფულზე გადაიტანა – საქმე მართლმსაჯულების სისტემას ეხება

ოცნებას უარი არ უთქვამს ევროკავშირის ფულზე, ოცნებამ უარი თქვა მარათლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე (დატოვა ის ივანიშვილის კონტროლქვეშ) და, შესაბამისად ამ ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანზე (რუსეთი დასავლეთის ნაცვლად) ამის გამო, ევროკავშირმა უარი უთხრა (აპირებდა რომ ეთქვა) მას ფულის მიცემაზე, ეს დაადასტურა და განმარტა ევროკავშირმა. შესაბამისად, ზურაბიშვილის განცხადება რომ თითქოს მისთვის გაუგებარია რატომ თქვა ოცნებამ უარი ევროკავშირის ფულზე, არის:

ტყუილი (უარს ვერ იტყვი იმაზე რასაც არ გაძლევენ - ამ სიტყვებით აუხსნეს ევროპიდან) ყურადღების გადატანა ფულზე, როცა საქმე ეხება მართლმსაჯულების სიატემას და ქვეყნის ისტორიულ არჩევანს. ოცნების რიტორიკის გაგრძელება - თითქოს საქმე ფულში და ვალში იყოს. ოცნების ირიბი გაპრავება საკითხის მათავარი არსის მიჩუმათებია გზით. ივანიშვილის თამაში (ამ ყველაფრიდან გამომდინარე)

არაფერი აღსაფრთოვანებელი მის ნათქვამში არ არის, ოცნების მიერ ჩადენილი ბოროტების ვირეშმაკული გაპრავებაა. ამაზე უფრო გასაგებად არ შემიძლია. მორჩით ამ ილუზიებში ცხოვრებას.

წერს გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ EU-ს სესხის მიღებაზე ქართული ოცნების უარი გაუგებარი ნაბიჯია და "ცოტა არ იყოს, პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება".

კომენტარები