აშშ-უკრაინა

"აშშ მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს" – რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და ზელენსკიმ

CNN

ოთხშაბათს, 1 სექტემბერს, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდნენ. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები უკრაინის უსაფრთხოება და თავდაცვა რუსეთის აგრესიისგან, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ენერგოუსაფრთხოება და კლიმატის ცვლილება, ეკონომიკური ზრდა და პანდემია იყო. 

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავაც გააგრძელებს დაეხმაროს მას დემოკრატიული რეფორმების გატარებასა და ევროპასთან სრულად ინტეგრირებაში.

"ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და გააგრძელებს მხარდაჭერას უკრაინის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი", - თქვა ბაიდენმა.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა ახალი $60 მილიონიანი უსაფრთხოების პაკეტის შესახებ, რომლითაც აშშ უკრაინას დაეხმარება. პაკეტი მოიცავს ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და სხვა თავდაცვით საშუალებებს, რომლებიც უნდა დაეხმაროს უკრაინას უფრ ეფექტურად დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.

თავდაცვითი კოოპერაციისა და ზელენსკის რეფორმების დღის წესრიგის გარდა, მთავარი საკითხი იყო ენერგოუსაფრთხოებაც. ბაიდენი გეგმავს გაზარდოს მხარდაჭერა უკრაინის ენერგო სექტორის მიმართ, მას შემდეგ, რაც დასრულდება რუსეთის Nord Stream 2-ის მილსადენის მშენებლობა.

"აშშ და უკრაინა კვლავ ეწინააღდმეგებიან Nord Stream 2-ის მილსადენს და ვფიქრობთ, რომ ის საფრთხეს შეუქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. აშშ მიზნად ისახავს გაგრძელოს ზომების მიღება ენერგო-დიპლომატიის და კანონმდებლობის შესაბამისად, რათა უკრაინამ შეინარჩუნოს ტანზიტის როლი, მიწოდება იყოს უსაფრთხო ამ პერიოდის განმავლობაში და ხელი შეუშალოს კრემლს გამოიყენოს ენერგია, როგორც გეოპოლიტიკური იარაღი", - წერია საერთო განცხადებაში.

საერთო განცხადების თანახმად, აშშ აფართოვებს უკრაინის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დახმარების პაკეტს და გამოყოფს დამატებით $12.8 მილიონს. აშშ-მ უკრაინას უკვე უსაჩუქრა 2.2 მლნ ვაქცინის დოზა. წლის ბოლომდე ამერიკა უკრაინას ასევე გამოუყოფს 45$ მილიონიან ჰუმანიტარულ დახმარებას  და გეგმავს $463 მლნ-მდე გამოუყოს განვითარებისთვის, რომელიც მოიცავს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ადგილობირივ ხელისუფლებისა და დეცენტრალიზაციის, პრივატიზაციისა და იურიდიული რეფორმების პროგრამებს.

კომენტარები