არჩევნები 2021

გეგა შენგელია ზუგდიდის მერობისთვის ამჯერად გახარიას პარტიიდან იბრძოლებს

გიორგი შენგელია
ქართული ოცნება

პარტია საქართველოსთვის მერობის კანდიდატი ზუგდიდში გეგა შენგელია იქნება. ის 2019 წლის მაისის რიგგარეშე არჩევნევბზე ქართული ოცნების კანდიდატი იყო, გეგა შენგელია ზუგდიდის მერის პოსტს ორი წლის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა 2021 წლის 17 მაისს, "შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე" დატოვა, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას 9 ივლისს შეუერთდა. 

1-ელ სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ თბილისის საკრებულოს პარტიული სია, ასევე, მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა. მან თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა.

კომენტარები