არჩევნები 2021

"საქმე გექნებათ პირადად ჩემთან" – გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

პარტია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება. ამის შესახებ გახარიამ თავად განაცხადა და მერობის კანდიდატად თავი წარიდგინა. მისი მტკიცებით, პარტია საქართველოსთვის ქვეყანაში ერთადერთი "მზარდი რეიტინგის" პარტიაა. გიორგი გახარიას შეფასებით, ქართული ოცნების ხელმძღვანელებს დაავიწყდათ იდეალები და ფასეულობები. 

"მაშინ, როცა ქართული ოცნება სულ უფრო და უფრო ემსგავსება და მათ შორის, თითქმის წაშლილია ზღვარი, ჩვენ ვაცხადებთ სრულ მობილიზებას გუნდთან ერთად და ვამბობთ, თბილისიდან დაწყებული, საქართველოს თითოეულ დასახლებულ პუნქტში ვიბრძოლებთ ბოლომდე, ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად...

მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა - დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან, მე, სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც უაღრესად მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა, მე, ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში“, – თქვა გახარიამ.

კომენტარები