კორონავირუსი საქართველოში

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში პაციენტი გარდაიცვალა

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა, მერაბ ჩიქოვანმა დაუდასტურა. 

ჰოსპიტალში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ, ჩიქოვანის თქმით, დეტალებზე, რამ გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება, ხვალ, 29 აგვისტოს ისაუბრებენ.  

28 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 540 449 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 7 175 და გამოჯანმრთელდა 476 555 პირი.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები