არჩევნები 2021

ქემოკლიძე: ჩვენი პოზიცია მკაფიოა – არჩევნები არ უნდა გადაიდოს, ეს ქართულ ოცნებას აწყობს

ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ძალიან მარტივი - არჩევნები უნდა ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადებში და ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს კოვიდკრიზისს უკავშირდება, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სწორი მენეჯმენტით, თანმიმდევრულობით ეს პრობლემები დაარეგულიროს. 

ჩემი აზრით, არჩევნები არ უნდა გადაიდოს და თუ ვინმეს აწყობს, მეტსაც გეტყვით, ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნებაა. მგონია, რომ ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. კვლევებს აქვეყნებენ, იციან, რომ ველზე მათი მხარდაჭერა, სადღაც, 30%-ის რადიუსშია. თუ ადმინისტრაციულ რესურსს გავითვალისწინებთ, ეს იქნება 35%. 30-35%-ის მხარდაჭერის მქონე მმართველი პარტია, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ნამდვიალდ შეიძლება ფიქრობდეს არჩევნების გადადებაზე.

ამბობს პარტია საქართველოსთვის წევრი, კახაბერ ქემოკლიძე ფორმულასთან ინტერვიუში. 

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოპოზიციური პარტიებსა და ქართულ ოცნებას მოუწოდა, გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო არჩევნების გადადებაზე იმსჯელონ. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ მის სიტყვებს "ანომალია" უწოდა, გიორგი ვოლსკიმ კი თქვა, რომ ომბუდსმენი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების "გარე სპიკერად ჩამოყალიბდა". 

კომენტარები